понедельник, 3 июля 2017 г.

დღე მეცხრე

        ტრენინგი-პროექტებით სწავლების შესახებ იყო ძალინ ნაყოფიერი და საჭირო დღევანდელი პედაგოგისთვის კარიერული წინსვლისთვის.ვისწავლეთ, როგორ დავგეგმოთ პროექტი ჩეკლისტების გამოყენებით, გავეცანითელექტრონულ წიგნს და უამრავ რესურსს, შევქმენითბლოგი და ავტვირთეთ ჩვენი პროექტის ნიმუშები დრაივიდან.
        ტრენინგის ფარგლებში იყო ბევრი შეკითხვა, რაზეც  ყოველთვის ამომწურავი პასუხი გვქონდა ბატონი დიმიტრის მიერ.
        გავაკეთეთ, აგრეთვე მოსწავლის ნიმუში და მისი  საპრეზენტაციო სლაიდები, ვისწავლეთ შეფასების რუბრიკები და  მასალის დრაივში შენახვა,
       უღრმესი მადლობა ამ ტრენინგ-კურსისთვის თქვენ, ბატონო დიმიტრი!!!

ჩემი პროექტის პორტფოლიო

вторник, 27 июня 2017 г.

დღე მერვე

      დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის., ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით და მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი.გვქონდა რამოდენიმე ჯგუფური მუშაობა, რაც იყო ძალიან სახალისო და ნაყოფიერი, ვიმუშავეთ სასწავლო პროექტების სტრუქტურებზე და ჩვენს პროექტში შევიტანეთ პროექტის შედეგები.განვიხილეთ ფასილიტაცია და ვნახეთ კონკრეტული მაგალითები.
       მადლობა დღევანდელი დღისთვის!!!
     

понедельник, 26 июня 2017 г.

დღე მეშვიდე

მეშვიდე დღის ტრენინგზე განვიხილეთ და ვისწავლეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება, შეფასების სტრატეგიები და მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა. დღეს მიღებულ  ცოდნას და ინფორმაციებს აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. შეფასების რუბრიკები დამეხმარება სწორად მოვახდინო ამა თუ იმ პროექტის შეფასება.ტრენინგის ბოლოს გავაკეთეთ ცხრილი-ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე. დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის!

четверг, 22 июня 2017 г.

დღე მეექვსე

დღევანდელი მეექვსე დღე იყო ძალიან ნაყოფიერი და შრომატევადი. განვიხილეთ და ვისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის ატვირთვა დრაივზე და ბლოგზე გამოქვეყნება. დღეს მიღებული ცოდნა გამოგვადგება ჩვენი პორტფოლიოს ასატვირთად. გავაკეთეთ მოსწავლის მაგალითზე ჩეკლისტი პროექტისთვის,ჩეკლისტის შექმნა ერთერთი აუცილებელი და საჭირო ეტაპია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.მადლობა დღევანდელი დღისთვის.

ჩემი პროექტის პორფოლიოს პრეზენტაცია


среда, 21 июня 2017 г.

დღე მეხუთე

დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ და ვისწავლეთ პრეზენტაციის მომზადება, პროექტის პროცედურების გაწერა, დაწვრილებით გავეცანით უკუკავშირის ცნებას,შეფასებით და აღწერით უკუკავშირს, რჩევებსა და მეთოდებს უკუკავშირისთვის. პროექტისთვის შევარჩიეთ სააზროვნო დონეების შესაბამისი კითხვები. ვფიქრობ, რომ ყველაფერი რასაც ვსწავლობთ ტრენინგის ფარგლებში, არის ძალიან საინტერესო, გამოსადეგი და დროული. მადლობა ღევანდელი დღისთვის!

пятница, 16 июня 2017 г.

დღე მესამე

დღეს განვიხილეთ პროექტების სტანდარტები და შესაბამისი ინდიკატორები, გავეცანით დაგეგმვას,, ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს, შევავსეთ ჩვენი შერჩეული პროექტის შესაბამისი გრაფები. დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი,რისთვისაც დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს!!! იმედია, შემდეგი დღეები უფრო და უფრო საინტერესო იქნება და აუცილებლად გამოსაყენებელი.

воскресенье, 11 июня 2017 г.

დღე მეორე

დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი, შევქმენით ბლოგები, განვიხილეთ პროექტის მოთხოვნები და მათი პუბლიკაციის ფორმები, ვისწავლეთ ჩეკლისტის მომზადება და ბუკლეტების  გაკეთება. მადლობა დღევანდელი დღისთვის!!

მე და პროექტი

პროექტებით სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, უვითარებს თანამშრომლობის , კვლევა- ძიების, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევებს, ამიტომ გავითვალისწინებ ახალი სასწავლოწლიდან მათ გამოყენებას.